ხვანჩკარა

ხვანჭკარა
ტიპი:
ბუნებრივად ნახევრად ტკბილი
ყურძნის ჯიშები: ალექსანდროული და მუჯურეთული
რეგიონი:ამბროლაური დასავლეთ საქართველო

დამზადებულია რაჭაში, ხვანჭკარის მიკრორაიონში გაშენებული ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისაგან.
   იგი ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერილობით, მკვეთრად გამოხატული ჯიშური ბუკეტით და ხავერდოვანი, ჟოლოს ტონებით.
მიირთვით ხილთან, ტკბილეულთან, თხილთან და სხვა დესერტთან.
  

ღვინო "ხვანჭკარის” წარმოების მიკროზონა
გეოგრაფიული მდებარეობა – მევენახეობის სპეციფიკური ზონა "ხვანჭკარა” მდებარეობს რაჭაში ამბროლაურის ადმინისტრაციულ რაიონში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ დაქანებებზე, ჩრდილოეთ განედის 42030' და აღმოსავლეთი გრძედის 43000' კოორდინატებს შორის არსებულ ფართობებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 450-750 მეტრი სიმაღლის საზღვრებში. მიკროზონა ვრცელდება მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე განედური მიმართულების ხეობის გასწვრივ 35-40 კმ მანძილზე, მაღალი ქედებით დაცულ ქვაბულში. ვენახები გვხვდება, აგრეთვე, მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე – რაჭის ქედის ჩრდილო დაქანებებზე.
ღვინო "ხვანჭკარის” მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფ. ხვანჭკარის მახლობელ სოფლებს: წესი, კვაცხუთი, სადმელი, ღვიარა, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ჭრებალო, ჭყვიში, ჟოშხა, ქვიშარი, ღვარდია, ბარეული, ღადიში, ბაჯი, ბუგეული, საკეცია, ჯვარისა, იწა, კრიხი, ახალსოფელი, გორი, ხიმში, აბანოეთი. ზოგიერთ წლებში "ხვანჭკარის” ღვინომასალის მიღება შესაძლებელია ცაგერის რაიონის სოფლებში _ ალპანასა და ორბელში.







No comments:

Post a Comment