საფერავი

საფერავი
ტიპი:
წითელი მშრალი
ყურძნის ჯიშები: საფერავი
რეგიონი:კახეთი აღმოსავლეთ საქართველო
დამზადებულია კახეთში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნისაგან.

ახასიათებს მუქი ლალისფერი შეფერილობა, ჯიშური არომატი მინდვრის ყვავილების ტონით, ჰარმონიული გემო სასიამოვნო სიმწკლარტით, მაღალი ექსტრაქტი.

მიირთვით ღორის მწვადთან ან ხბოს სტეიკთან ერთად.

საფერავი
ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია კახეთის მევენახეობის ყველა რაიონში, ასევე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. საფერავის ნარგავებს ვხვდებით საქართველოს გარეთაც. კახეთის მევენახეობის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის მეორე ნახევრიდან, ხოლო რთველი ოქტომბრის მეორე ნახევრამდე გრძელდება. საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 8-10 ტონას აღწევს. საფერავიდან მზადდება უმაღლესი ხარისხის წითელი მშრალი ღვინოები დაძველების დიდი პოტენციალით (როგორც სუფრის, ასევე ადგილწარმოშობის ღვინოები). საფერავი ასევე გამოიყენება ბუნებრივად ნახევრადტკბილი და ვარდისფერი ღვინოების დასამზადებლად. საუკეთესო მიკროზონები: მუკუზანი, ახაშენი, ხაშმი, ქინძმარაული, ნაფარეული, ყვარელი, კონდოლი.













No comments:

Post a Comment